samcxe-javaxeTis mxare  
  
 
 
 
 
 

RarTis eklesia
ეკლესია საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში. ტაძარი, ორნავიანი ბაზილიკა, აგებული IX-X სს-ში, ოთისწყლის ხეობაში, ტყეში მდებარეობს ინტერიერი მოხატულია, არის წარწერებიც. ამჟამად, ტაძარი ძლიერ დაზიანებულია. ორეკლესიანი ბაზილიკის ინტერიერსა და ეზოში სტელებისა და ქვაჯვრების ფრაგმენტებია მიმოფანტული.

istoria

მონაცემები ღართის ეკლესიის შესახებ ძალიან მწირია. ექ. თაყაიშვილმა მოინახულა ეკლესია 1912 წელს, მის მონაცემებთან შეჯერებით ჩანს, რომ სხვაობა ეკლესიის მაშინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის უმნიშვნელოა. ღართის ეკლესია ორნავიანი ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება. მოკრძალული ზომის, დღეს თითქმის ნახევრამდე ჩამონგრეული ეკლესიის კედლები გარედან ამოყვანილია არათანაბარი ზომის ერთმანეთთან კარგად მორგებული თლილი ქვით. სადა, შეუმკობელი ფასადები გაცოცხლებულია ნახტომებითა და ჩანართებით. ფასადების მასიური, დაუნაწევრებელი სიბრტყე, ინტერიერში იცვლება დაუმუშავებელი, პირმოსწორებული ქვის კვადრებით, კონსტრუქციულ ნაწილებში თლილი ქვაა გამოყენებული. კონტრასტი სადა და მარტივ ფასადებსა და ინტერიერის ეფექტურ, დეკორაციულ გადაწყვეტას შორის, ძალუძად იჩენს თავს ღართის ეკლესიის მხატვრულ გადაწყვეტაში, რაც აახლოვებს მას ერთერთ საუკეთესო, შემოქმედებითი ენერგიით დამუხტულ პერიოდთან, რომელიც ცნობილია ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ისტორიაში „გარდამავალი ხანის“ სახელწოდებით ( VII ს-ის II ნახ.- X ს-ის I ნახ. ) და თავისი ცალკეული დეტალებისა და სივრცით-კომპოზიციური გააწყვეტით ამ პერიოდის კონკრეტულ მონაკვეთს, კერძოდ IX საუკუნეს უკავშირდება.

ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

 

 

foto galerea

პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
ხუროთმოძღვრული სტილი ორნავიანი ეკლესია
თარიღდება XI საუკუნით